იერუსალიმის პატრიარქმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სამძიმრის წერილი გამოუგზავნა
იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე III-მ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.
„ღრმა მწუხარებით თანავუგრძნობთ საქართველოს მოძმე მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ნეტარხსენებული მწყემსმთავრის, ილია II-ის უფალთან გარდაცვალების გამო. ის იყო სარწმუნოების, სათნოების, განსწავლულობისა და ქრისტეს მიმართ ურყევი ერთგულების მაგალითი.
ეკლესია გლოვობს ადამიანურად, თუმცა სულიერად ხარობს აღდგომის იმედით, როგორც მოციქული ბრძანებს: „რამე თუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც.“ (რომ. 14,8) და „რაჲთა ხჳდოდით შუენიერად გარეშეთა მათ მიმართ, და ნურარაჲ ვის გიჴმნ.“ (1 თეს. 4,13).
ჩვენი საყვარელი მიცვალებული ძმა იყო ღვთის საიდუმლოთა ერთგული განმგებელი და იქცა საკუთარი ერის ერთიანობის სიმბოლოდ. იგი სიბრძნით, სიმშვიდითა და მამობრივი მზრუნველობით წარუძღვა მისთვის მინდობილ სამწყსოს და განასახიერა სახარებისეული „კეთილი მწყემსი“, რომელმაც „მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.“ (იოანე 10,11).
იგი აღესრულა „სიბერითა კეთილითა მოხუცებული ღა დღითა სავსე“ (დაბ. 25,8) და უფლის მიერ მიწვეულ იქნა საუკუნო სავანეებში, სადაც ელის „ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას; არა ხოლო თუ მე, არამედ ყოველთა, რომელთა შეიყუარეს გამოჩინებაჲ მისი“. (2 ტიმ. 4,8).
ამ მძიმე ჟამს, წმინდა სიონი - დედა ეკლესიათა, ძმურად და ლოცვით თანაუგრძნობს თქვენს უსამღვდელოესობასა და საქართველოს ეკლესიის ერთობას. ვევედრებით მშვიდობის ღმერთს, რათა განგამტკიცოთ და ნუგეში მოჰფინოს თქვენს გულებს. ჩვენს რეგიონში არსებული საომარი კრიზისის გამო, ვინაიდან პირადად დასწრებას ვერ ვახერხებ, ვაგზავნი ჩვენს წარმომადგენელს - ანთიდონელ მთავარეპისკოპოს ნექტარიოსს, იერუსალიმის საპატრიარქოს ეგზარქოსს კონსტანტინოპოლში.
კიდევ ერთხელ გამოვხატავ რა ღრმა სამძიმარს თქვენი უსამღვდელოესობის, წმინდა სინოდისა და ქართველი მორწმუნე ერის მიმართ, მოგესალმებით მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ამბორით და ვრჩებით თქვენს ერთგულად. წმინდა ქალაქი იერუსალიმი“, - წერს იერუსალიმის პატრიარქი.