1776675026
საზოგადოება
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
იაპონიაში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან ახლოს მდებარე წყლებში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
როგორც მედია წერს, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ ნაწილზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.
BBC-ის ინფორმაციით, მიწისძვრა სანაპიროდან დაახლოებით 100 კმ-ის დაშორებით, 10 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობას უფრო მაღალ ადგილებში გადასვლისკენ მოუწოდა.