Loading data...
„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე, სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს“ - კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში დღეს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

ტორნადო კახეთში - დაზიანებულია ალავერდის ტაძრის გუმბათი, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ავტომობილები

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს ზარალის აღწერა.

„ჰაერის მაღალი ტემპერატურის ფონზე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში ადგილი ჰქონდა შიდა-მასიურ ლოკალურ პროცესს, რაც გამოიხატა ტერიტორიაზე ქარის ხანმოკლე გაძლიერებით, შედეგად დაზიანდა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის ჩართულობით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა“, - ნათქვამია განცხადებაში.