Loading data...
გრეის ჰოპერის ტექნოლოგიური დაჯილდოება ხვალ, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება

თიბისი წარმოგიდგენთ გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის წახალისების მიზნით, წელს უკვე მეოთხედ იმართება. დაჯილდოების ცერემონია 5 ივლისს, მარჯანიშვილის 7-ში, „თიბისი კონცეპტის“ მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება.

ერთ-ერთი პირველი ამერიკელი პროგრამისტი ქალის, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო არის ტექნოლოგიური დაჯილდოება, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე ქალების აღმოჩენას და წახალისებას ემსახურება.

ფინალისტები 5 კატეგორიაში უკვე ცნობილია და დაჯილდოებაზე კატეგორიებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან:

ტექ ლიდერი - მარია ბელმასოვა, ნათია სირბილაძე, ნათია ხუხუნაიშვილი

აღმოჩენა ახალ თაობაში - ანასტასია კვინიკაძე, თამარ ფეიქრიშვილი, მარიამ გაგუა

გამორჩეული მეცნიერი - თინა კახნიაშვილი , ლელა ოქრომელიძე, მარიამი გაჩეჩილაძე

ინოვაციური ტექ პროდუქტი - Elven Technologies, Helio.AI, Quickshipper

ლიდერი კომპანია ქალების გაძლიერებისთვის - ლივინგსტონი, Noxtton, VELI.store

გამარჯვებული მიიღებს 10 ათას ლარს გრანტის სახით, რომელიც გამოყენებული იქნება წინასწარ შეთანხმებულ აქტივობებში და პროგრამებში, რაც მრავალფეროვნების წახალისებას შეუწყობს ხელს.

დაჯილდოების პარტნიორები არიან: USAID-ის მიერ დაფინანსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის დიგიტალიზაციის და მედეგობის (CIDR) პროგრამა, VISA, LINEATE, UGT, MAJOREL, UN WOMEN, TEGETA, TEGETA CARS.