Loading data...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის მაგისტრალური არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში ტირიფონის მაგისტრალური არხის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

არხის სიგრძე დაახლოებით 2900 მეტრია.

ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ზერტის, კვარხითის, ბერშუეთის, სობისისა და ხურვალეთის სოფლების მოსახლეობას. საერთო ჯამში, წყალუზრუნველყოფილი იქნება, დაახლოებით, 800 ჰექტარი მიწის ფართობი.

აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლში 2012-2025 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 20160 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 17 200 ჰექტარზე გაუმჯობესდა.