Loading data...
გმირთა მოედანზე ხანძარი იყო - ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუჩნდა

თბილისში, გმირთა მოედანზე ხანძარია. აღნიშნული ფაქტის შესახებ თვითმხილველმა ადგილიდან newshub.ge-ის აცნობა.

არსებული ცნობით, ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუჩნდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.