1732374740
საზოგადოება
გმირთა მოედანთან მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
გმირთა მოედანთან, სადაც „კოალიციამ ცვლილებებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება გადაადგილების შეზღუდვას მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ გმირთა მოედანთან ამ დროისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.