გლდანულას N6, N6ა კორპუსებთან სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. გლდანულას N6, N6ა კორპუსებთან არსებული სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
სამუშაოები, დაახლოებით, 500 კვ.მეტრ ფართობზე ჩატარდა, რისთვისაც 106 977 ლარამდე დაიხარჯა.
„ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ახალგაზრდებში ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია. ეს სტადიონი ძალიან დაზიანებული იყო, ამიტომ გამგეობამ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარა. წელს რაიონში არაერთი სპორტული მოედანი მოეწყო და რეაბილიტირდა, ახალგაზრდებისთვის გაჩნდა კიდევ მეტი სივრცე სპორტული აქტივობებისთვის, რასაკვირველია, კვლავ გავაგრძელებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. კიდევ მეტ ასეთ სივრცეს შევქმნით“,- განაცხადა ბესიკ კალაძემ.
დასრულებულ სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო.