1768069912
საზოგადოება
გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო
გლდანში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.
როგორც newshub.ge-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია.