Loading data...
გლდანში, ქერჩის N7 კორპუსთან ახალი მწვანე სივრცე მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს მწვანე სივრცეების შექმნას. ამჯერად, ახალი რეკრეაციული სივრცე ქერჩის ქუჩაზე, N7 კორპუსთან მოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, სამუშაოები, დაახლოებით, 1450 კვ.მ ფართობზე ჩატარდა.

მათივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და ფიტნესზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგო. ტერიტორიაზე, ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 272 570 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.