1770376081
საზოგადოება
გლდანის VIII მიკრორაიონის N28 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
გლდანში, კიდევ ერთ მისამართზე, შიდა ეზოში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. ამჯერად VIII მიკრორაიონის N28 კორპუსთან, დაახლოებით 1 400 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი წესრიგდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტის განსახორციელებლად 100 000 ლარამდე დაიხარჯება.
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წყალარინების ქსელი მოწესრიგდა.
ამასთან, უმოკლეს ვადაში დაიწყება IV მიკრორაიონის N108 კორპუსთან ეზოს მოწესრიგებაც.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.