1754309685
საზოგადოება
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გლდანის გამგეობა ინფორმაციას ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და სკამების განთავსებასთან ერთად, სკვერებში დაზიანებული ინვენტარის აღდგენის სამუშაოებიც ხორციელდება.
ახლდება და იღებება სკამები, იცვლება დაზიანებული საქანელები და ნაგვის ურნები, ასევე, საჭიროებისამებრ, საპარკე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე მსგავსი ტიპის სამუშაოები, ჯამში, 43 მისამართზე განხორციელდა.
ასევე, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, ფანჩატურების მოწყობა ექვს მისამართზე დასრულდა. სხვადასხვა ლოკაციაზე უკვე დამონტაჟდა 77 სკამი.