Loading data...
გლდანის რაიონში გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა, დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო, კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

გამგეობის კონტრაქტორი კომპანია მეორეხარისხოვანი გზების თოვლისგან გასუფთავების სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში ახორციელებს. პარალელურად, „თბილსერვის ჯგუფი” გლდანის რაიონში ტექნიკური მარილის დაყრას განაგრძობს.

ამასთან, გამგეობის კონტრაქტორი კომპანია და შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მყისიერად რეაგირებენ ავარიულ შემთხვევებზე, მოტეხილი ხეების დამუშავებისა და გატანის მიმართულებით.

რაიონის მასშტაბით, დაახლოებით, ასეთი 70 შემთხვევა დაფიქსირდა.