Loading data...
გლდანის რაიონში ბმა-ს პროგრამით წყალარინების ქსელის შეცვლა 5 მისამართზე მიმდინარეობს

გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება.

გლდანის რაიონის გამგეობის ინფორმაციით, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ამჟამად 5 მისამართზე ხორციელდება. მათ შორის, სამუშაოები მუხიანის IV ბ მიკრორაიონის N37 კორპუსში მიმდინარეობს, სადაც ოთხივე სადარბაზოში შიდა და გარე ქსელი, დაახლოებით, 348 გრძივ მეტრზე იცვლება.

აღნიშნული სამუშაოებისთვის 65 886 ლარი დაიხარჯება.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.