1753702097
საზოგადოება
გლდანის რაიონს კიდევ ერთი სპორტული მოედანი შეემატება

გლდანის რაიონის გამგეობა, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
გამგეობის ინფორმაციით, გლდანულას N6, N6ა კორპუსებთან არსებული სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდება. სამუშაოები, დაახლოებით, 500 კვ.მეტრ ფართობზე ტარდება, რისთვისაც 60 000 ლარამდე დაიხარჯება.
პროექტის მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მოადგილესთან ერთად გაეცნო.