Loading data...
გლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების რეაბილიტაციას განაგრძობს

გლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების რეაბილიტაციას განაგრძობს.

შიდა ეზო გლდანის მეორე მიკრორაიონის N26 და N24 კორპუსებთან წესრიგდება.

პროექტის ფარგლებში, ორივე მისამართზე, დაახლოებით, 3200 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. მანამდე, ამავე მისამართებზე გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით“ წყალარინების ქსელი შეიცვალა.

მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მოადგილე მურთაზ ხარჩილავასთან ერთად გაეცნო.