Loading data...
გლდანის რაიონის გამგეობა გელა ბელქანიას ქუჩის მონაკვეთზე საგზაო სამუშაოებს ასრულებს

გლდანის რაიონის გამგეობა გზის საფარის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, სამუშაოები გელა ბელქანიას ქუჩის მონაკვეთზე სრულდება.

კერძოდ, მაისურაძის ქუჩიდან VIII მიკრორაიონის N32 კორპუსამდე, 1300 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იგება. პროექტისთვის, დაახლოებით, 120 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.