1778751938
საზოგადოება
გლდანის მე-6 მიკრორაიონში, ავტოფარეხებისა და უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ სკვერი მოეწყო
გლდანის რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამჯერად, ახალი სკვერი გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსთან მოეწყო, სადაც, მოსახლეობის ჩართულობით, 12 ავტოფარეხისა და უკანონო შემოღობვის დემონტაჟი განხორციელდა.
დაახლოებით, 1 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიდგა საქანელა სკამები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.
პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 209 803 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ სამუშაოებს გლდანის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო.