Loading data...
გივი მიქანაძემ ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეთა მშობლებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა.

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითადი კონცეფცია და მის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად მუშაობს სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით, ვინაიდან სკოლასა და ოჯახს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დადებითად აისახება მოსწავლის განვითარებასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა სასკოლო რეფორმის პროცესში გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა აზრი და პოზიციები.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მინისტრისგან მოესმინათ ამომწურავი პასუხები.

მშობლებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები.