Loading data...
გივი მიქანაძემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ნინო დობორჯგინიძესა და უნივერსიტეტის
წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა უნივერსიტეტის პროფილურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებას, საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მიღების კვოტების გადანაწილებასა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებას.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, განსახორციელებელი ინიციატივების განხილვისა და პროფესორ-მასწავლებლებისა და სამეცნიერო წრეების ინფორმირების მიზნით, შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან გაიმართება.