გივი მიქანაძემ ENQA და EQAR-ის პრეზიდენტებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) პრეზიდენტ დუგლას ბლექსტოკთან და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტ სტეფან ლაოუვიკთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს განათლების სისტემის განვითარების პროცესში, საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობისა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები და რეკომენდაციები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის საჭირო
პრიორიტეტების დასახვას.
თავის მხრივ, ENQA და EQAR-ის პრეზიდენტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით და გივი მიქანაძეს სამომავლო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა დაუდასტურეს.
შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.