1788788283
საზოგადოება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთში გაემგზავრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრას გამართავს სლოვაკეთის განათლების, კვლევის, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტომას დრაკერთან.
ვიზიტის ფარგლებში გივი მიქანაძე მონაწილეობას მიიღებს PISA 2025-ის რეგიონულ კონფერენციაში, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს განათლების სისტემის მიღწევებზე ისაუბრებს.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია PISA 2025-ის შედეგების რეგიონული მიმოხილვა.
გივი მიქანაძე შეხვედრებს ასევე გამართავს უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან.