1785084510
საზოგადოება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით ანკარაში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინთან და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ეწვევა ანკარისა და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებს, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
გივი მიქანაძე ასევე ესტუმრება ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმს.