Loading data...
გივი მიქანაძე: მშობლებს შეუძლიათ, თავადაც შეაკერინონ სკოლის ფორმა

სკოლებში ახალი სასწავლო წლის სამზადისი მალე დაიწყება. თუმცა წლევანდელი წელი განსხვავებულია.

ბრუნდება სასკოლო ფორმები, რომელსაც პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მოირგებს. სასწავლო დაწესებულებებში ფორმები უკვე შეიტანეს. ყუთებში შეფუთული ტანსაცმელი სარეალიზაციო პუნქტებიდან მოსწავლეებთან მოხვდება. მისი შეძენა მშობლებს 1-14 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მშობლებს, ასევე, შეუძლიათ თავად შეაკერინონ სკოლის ფორმა.

„არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ საიტზე, შეუძლიათ, შეიძინონ საკუთარი შვილებისთვის.

პიჯაკების საცალო ფასი არის 45 ლარი, ხოლო შარვლის - ბიჭის თუ გოგონასი, ასევე, ქვედაკაბის, 25 ლარი. არ არიან ვალდებული, მაინცდამაინც ჩვენ მიერ წარდგენილი ფორმა შეიძინონ. იმავე სტანდარტის, იმავე ხარისხის, იმავე ნაჭრის კონსისტენციის და მოცემულობის შემცველ ფორმას თუ წააწყდებიან რომელიმე ონლაინ საიტზე, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, რომ შეიძინონ, ისევე, როგორც შეუძლიათ, შეიძინონ ნაჭერი და შეაკერინონ“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.