Loading data...
გივი მიქანაძე: ჩვენი მხრიდან, იქნება კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა ჩვენი უსაყვარლესი მოსწავლეების მიმართ

„საჯარო დიალოგი ინკლუზიურ განათლებაზე“ - გაიმართა განათლების სამინისტროს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება.

შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა და მიმართულების პრიორიტეტულობას გაუსვა ხაზი.

პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა - 15 შეხვედრას 2 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

დისკუსიის შედეგები საფუძვლად დაედება ინკლუზიური განათლების პოლიტიკის გაუმჯობესებას და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.

„შეჯამდა ის შედეგები, რომლებიც ამ დიალოგის შედეგად გამოიკვეთა, რომელიც ჩვენთვის გახდება სამოქმედო გეგმა და მიზანი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში აღნიშნული საჭიროებები უკვე დაინერგოს პრაქტიკაში და ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა და მხარდაჭერა განვახორციელოთ ჩვენი უსაყვარლესი მოსწავლეების მიმართ“, - აცხადებს გივი მიქანაძე.