გიორგი სოსიაშვილი „საფარის“ არქივზე: როგორც ჯვარი აფრთხობს კუდიანებს, ისე აფრთხობთ გამჭვირვალობის კანონი ამ წარმონაქმნებს - სინამდვილეში ეს არის იმ თანხების აღების შესახებ დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის ინტერესების გაყიდვა

„სინამდვილეში ეს არის ქვეყნის გაყიდვის დოკუმენტები და იმ თანხების აღების შესახებ დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა და ფეხქვეშ გათელვა. ამიტომაც მოხდა ამ არქივის განადგურება“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი სოსიაშვილმა „საფარის“ არქივის განადგურების ფაქტზე საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის, დღესავით ნათელია, რასთან გვაქვს საქმე და რით იყვნენ ორგანიზაციები დაკავებული.
„როდესაც კანონი ამოქმედდა, აი, როგორც ჯვარი აფრთხობს კუდიანებს, ისე აფრთხობთ გამჭვირვალობის კანონი ამ წარმონაქმნებს - მოდით, ასე თქვათ, რადიკალებს და დაიწყეს თავიანთი ამ საიდუმლო დოკუმენტების, რომელთაც სენსიტიური დოკუმენტები დაარქვეს, სინამდვილეში ეს არის ქვეყნის გაყიდვის დოკუმენტები და იმ თანხების აღების დოკუმენტები, რომლითაც ხდებოდა საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაყიდვა და ფეხქვეშ გათელვა. ამიტომაც მოხდა ამ არქივის განადგურება და საზოგადოებისთვის, დღესავით ნათელია, რასთან გვაქვს საქმე. ეს ორგანიზაციები რით იყვნენ დაკავებული, რას აკეთებდნენ, რა ინტერესებს ემსახურებოდნენ და რა იყო დაარქივებული მათ არქივში, რა მასალებს ინახავდნენ! ბუნებრივია, ეს იყო წლების განმავლობაში უცხოეთიდან (შემოსული) გაურკვეველი ეს თანხები, რომელიც ხმარდებოდა ქვეყანაში მუდმივ არეულობას, არეულობების მცდელობას, რევოლუციური სცენარების სამზადისს“, - განაცხადა სოსიაშვილმა.