Loading data...
გიორგი ბარამიძეს „დონეცკის რესპუბლიკაში“ დაუსწრებლად 6,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ე.წ. „დონეცკის რესპუბლიკის“ სასამართლომ საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრს, გიორგი ბარამიძეს დაუსწრებლად 6 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბარამიძეს უკრაინის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას აბრალებდნენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, 2022 წლის თებერვალში გიორგი ბარამიძე უკრაინაში დაქირავებული მებრძოლის სტატუსში ჩავიდა და „საქართველოს ნაციონალური ლეგიონის“ წევრი გახდა. მან სპეციალური მომზადება გაიარა საწვრთნელი ბაზების ტერიტორიაზე, სადაც იარაღის გამოყენების და საბრძოლო მოქმედებების სტრატეგია, ტაქტიკა და წარმოების საშუალებები შეისწავლა. ის 2022 წლის აპრილამდე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რაშიც შესაბამისი ანაზღაურება მიიღო“, - წერია ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილებაში. 

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ბარამიძეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

გიორგი ბარამიძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი და მიხეილ სააკაშვილის პერიოდის დეპუტატი და მთავრობის წევრი.