Loading data...
გია ხუხაშვილი: არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუსმა ჩემზე კარგად იცის

„არ მითქვამს, რომ საქართველოში ტერაქტების სერიის დაწყების რისკებია, რეგიონზე ვთქვი, რის საფუძველზე ვაკეთებ ამ განცხადებას, სუს-მა ჩემზე კარგად იცის“, – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე შესვლამდე განაცხადა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ტერაქტების სერიაზე საუბრისას მას მხედველობაში რეგიონი ჰქონდა და საქართველო არ უხსენებია.

„არ მითქვამს, რომ რისკებია, ტერაქტების სერია საქართველოში დაიწყოს, რეგიონი ვთქვი. ალბათ, ისრაელის საელჩოს განცხადებასაც ნახავდით. დიდი ბოდიში, მაგრამ მე წარმოშობით ებრაელი ვარ, ასე რომ, პირად საფრთხესაც ვგრძნობ. ანალიზის საფუძველზე გავაკეთე ეს განცხადება, როდესაც ასეთი ჯგუფები არიან რეგიონში, რისკები სულ არსებობს“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.