Loading data...
გერმანიის საელჩო: სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს

საქართველოში გერმანიის საელჩო სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოჯახს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საელჩოს შენობაზე დროშები დაშვებულია.

„დღეს, 9 იანვარს გერმანიის საელჩოში დროშა დაშვებულია. სოფელ საბერიოში მომხდარმა წარმოუდგენელმა ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. ამ მძიმე დღეებში გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და ქართველ ხალხს“, - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომელსაც ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.