1767117597
საზოგადოება
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი: გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად მოწყობილი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს.
„გელათის კათედრალის ერთიანი/დროებითი გადახურვის თოვლის დიდი მასებისგან გასათავისუფლებლად სპეციალურად მოწყობილი გამათბობელი აგრეგატები გასული ღამის განმავლობაში, შესაბამის დროის ინტერვალებით, ეფექტურად ასრულებდნენ თავის ფუნქციას, რამაც შესაძლებელი გახადა, გადახურვის საფარი არ დამძიმებულიყო თოვლის გადაჭარბებული მასით.
ადგილზე შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან ერთად პირადად იმყოფებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი)“, - აღნიშნულია განცხადებაში.
კომიტეტი ასევე გელათში მოსული უხვი ნალექის პირობებში გამათბობელი აგრეგატების მიერ გამთბარი ზედაპირებიდან დნობის შედეგად ჩამოცვენილი თოვლის მასების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.