1762873375
საზოგადოება
გეკა გელაძე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ადგილზე ჩავიდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე კახეთში, თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას ჩავიდა.
ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფება მისი პირველი მოადგილე რონი მესხი, ასევე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც, პირველადი ინფორმაციით, აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.


