გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს: სწორედ თქვენს ერთგულებასა და საქმიანობაზე დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება

შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
როგორც გეკა გელაძე აღნიშნავს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბდა იმ უმძლავრეს ინსტიტუციად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს ვულოცავ სამსახურის დაარსების მე-10 საიუბილეო წელს. ეს ათწლეული წარმოადგენს თითოეული თქვენგანის ყოველდღიური თავდადების, მუხლჩაუხრელი შრომისა და ქვეყნისთვის უპირობო მსახურების ისტორიას. სწორედ თქვენს ერთგულებასა და საქმიანობაზე დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, რისთვისაც გულითად მადლობას გიხდით.
საამაყოა, რომ უსაფრთხოების სამსახური ჩამოყალიბდა იმ უმძლავრეს ინსტიტუციად, რომელიც ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებას თქვენს საქმიანობაში, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა მინისტრის მისალოც ტექსტში.