1773210629
საზოგადოება
გეკა გელაძე საქართველოში ყირგიზეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაკსატ მამიტკანოვთან შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების საკითხები.
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის ოპერატიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სამართალდაცვის სფეროში არსებული კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.