1756216163
საზოგადოება
გავრცელებული ცნობით, ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ

ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ.
თვითმხილველების ინფორმაციით, ზღვაში 2 ახალგაზრდა შევიდა, გოგომ გამოსვლა მოახერხა, თუმცა ბიჭმა ვერა.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.