Loading data...
გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი

85 წლის ასაკში ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი რისმაგ გორდეზიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გორდეზიანის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

რისმაგ გორდეზიანმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1967-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 1976-2006 წლებში კლასიკური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 1982-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელთაშუა ზღვის კულტურების კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1993-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

რისმაგ გორდეზიანს მიღებული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო პრემია. იყო 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიებისა და 24 წიგნის ავტორი. 2021 წელს მიღებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო.