1707760200
საზოგადოება
გარდაბნელი ასმარ ნურიევა United Airline-ის პილოტი გახდა
![](https://newshub.ge/uploads/files/2024/02/12/96212/piloti_w_h.jpeg)
ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის, United Airline-ის პილოტი გახდა საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასმარ ნურიევა, რომელიც გარდაბნის სოფელ ყარაჯალაშია დაბადებული.
ასმარ ნურიევას განათლება მიღებული აქვს Epic Flight Academy-ში, რომლის ვებგვერდზეც მითითებულია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან ის კომერციული პილოტია.
ახლობლების თქმით, ასმარ ნურიევას ოჯახმა 2019 წელს მწვანე ბარათი მოიგო და მას შემდეგ აშშ-ში, ფლორიდაში გადავიდნენ საცხოვრებლად.
ასმარი United Airline-ში კონკურსის შედეგად მოხვდა, პარალელურად კი, სწავლას აგრძელებს.