Loading data...
გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლო: ქალის სამართლებრივი მნიშვნელობა ბიოლოგიური სქესით უნდა განისაზღვროს და არა - იდენტობით

„ორსულობა და დედობა, მხოლოდ, ბიოლოგიურ ქალთან ასოცირებული შეიძლება იყოს“, - გადაწყვიტა გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ. ინფორმაციაზე BBC წერს. 

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის მთავრობასა და ქალთა ჯგუფს შორის ხანგრძლივი სამართლებრივი დავა მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც შოტლანდია ტრანსგენდერი ქალების სქესობრივი ნიშნით დაცვას ითხოვდა.

აქტივისტი ქალები კი ამტკიცებდნენ, რომ სქესობრივი ნიშნით დაცვა, მხოლოდ, ბიოლოგიურ ქალებს ეკუთვნით. სწორედ, მათ სასარგებლოდ, დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონმდებლობით ქალი ბიოლოგიური სქესის მიხედვით განისაზღვრება.  

„სასამართლოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებააა, რომ ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ ეხება ბიოლოგიურ ქალს და ბიოლოგიურ სქესს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კანონი არ დაიცავს ტრანსგენდერ ადამიანებს დისკრიმინაციისგან“, - განაცხადა მოსამართლე ლორდ ჰოჯმა.