Loading data...
გაეროს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაეროს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაეროში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ღონისძიების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებას.

2026 წლის ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა მაღალი დონისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თემატური ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საინფორმაციო შეხვედრას გაეროს ჟენევის ოფისმა უმასპინძლა.