Loading data...
გაბრიელ სალოსის გამზირზე ლიფტების რეაბილიტაცია დასრულდა

ისნის რაიონის გამგეობამ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, გაბრიელ სალოსის გამზირის N11-ში, N53-სა და N145-ში ხუთი ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 213 088 ლარით დაფინანსდა.

ისნის რაიონის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი, პარლამენტის დელეგატ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს დეპუტატ დავით ხაბეიშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.