Loading data...
For.ge აქციების შავი ფულით დაფინანსების გეგმის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტო For.ge ავრცელებს ვიდეოჩანაწერს, სადაც ტრენერმა ალექს ლიმ გამჭვირვალობის საკითხის დაყენებისთანავე დაიწყო ტრენინგები თემაზე: როგორ დაფინანსდეს რადიკალურ-რევოლუციური გეგმები შავი ფულით.

„შეგიძლია გააკეთო, კონფიდენციალურობის დაცვით იყიდო ბიტკოინი და გაუგზავნო საპროტესტო მოძრაობებს - ბიტკოინი გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ გაგვეგზავნა ფული უკრაინაში პროტესტის მხარდასაჭერად, ჰუმანიტარული დახმარებისათვის, „მაიდნის“ პროტესტის მონაწილეთათვის საკვების, წყლისა და მედიკამენტების
საყიდლად“, - ამბობს ტრენინგზე ალექს ლი.