1789296736
საზოგადოება
ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესის მონაწილეთა საყურადღებოდ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
„14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე შესაძლებლობა გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები“, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „პროგრამების არჩევის წესის, ასევე, უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
- 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
- 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
დეტალურად: https://naec.ge/#/ge/post/3720