Loading data...
ესპანეთის საელჩო: სამძიმარს ვუცხადებთ საქართველოს მოსახლეობას ილია მეორის გარდაცვალების გამო, ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს, დაე, მშვიდობით განისვენოს

საქართველოში ესპანეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

„საქართველოში ესპანეთის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და საქართველოს მოსახლეობას მათი პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის წარმოადგენდა საქართველოს სულიერი იდენტობის ქვაკუთხედს. დაე, მშვიდობით განისვენოს“, - აღნიშნულია ესპანეთის საელჩოს განცხადებაში.