1732462766
საზოგადოება
„ერთმანეთი დახოცესო“ - კარდენახში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარდენახში 2 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების განცხადებით, 30 წლამდე კაცებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს, რის შედეგადაც ორივე დაიღუპა. ახალგაზრდები მეგობრები და თანასოფლელები იყვნენ.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიება იყო. მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში არსებობდა. თანასოფლელების განცხადებით, ფიზიკური დაპირისპირება მხარეებს შორის აქამდეც არაერთხელ მოხდა.
„ერთმანეთი დახოცესო, ეგ არის. სხვა არაფერი ვიცი“,- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.