Loading data...
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დაიწყო

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ, საპრეტენზიო განაცხადით მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.

საპრეტენზიო განაცხადები მიიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge 4 აგვისტოს 10:00 საათიდან 6 აგვისტოს 18:00 საათამდე.

გამოსაცდელს შეუძლია, გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება.

გასაჩივრების საფასური უნდა გადაიხადოთ საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე.

ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების, ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება).

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, ან პასპორტის სერია და ნომერი.

გამოსაცდელს, რომელიც 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს საპრეტენზიო განაცხადს, განცხადების საფუძველზე თანხა დაუბრუნდება. ასევე, თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად ქულის ცვლილების შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით
დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება.

გაითვალისწინეთ, რომ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად შეიძლება ქულა მოგემატოთ, დაგაკლდეთ, ან უცვლელი დარჩეს.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.