Loading data...
ეროვნულ სასახლეში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ეროვნულ სასახლეში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

გამოცემა „ტრისტან სიხარულიძე - გურული სიმღერის დიდოსტატი“ ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს - „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (2017), რომელსაც თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული ახლად ჩაწერილი აუდიონიმუშები.

პროექტი საქველმოქმედო ფონდმა „ქართულმა გალობამ“ გალობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.

ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.