Loading data...
ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო: მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის ილია მეორე განსაკუთრებულად დიდი და კეთილი მწყემსია, ახლა უნდა დავეხმაროთ ჩვენი ლოცვით

ილია მეორე მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის განსაკუთრებულად დიდი მწყემსია, კეთილი მწყემსი - ამის შესახებ ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ „კავკასიის მედიცინის ცენტრიდან“ გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც პაზოტომ აღნიშნა, 31 წელია, რაც ახლოა ურთიერთობა აქვს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან.

„ვიყავი კლინიკაში, ვინაიდან იყო ნიშანი, რომ ქრისტე არის დღეს აქ. ამ დღეებში ჩვენ შეგვიძლია, ვილოცოთ ერთად, სულიერად ერთად. მე, 31 წელია, საქართველოში ვარ და ამ 31 წლის განმავლობაში მქონდა კავშირი მასთან, შემიძლია ვთქვა, ზოგჯერ შვილური კავშირიც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ახლა უნდა დავეხმაროთ მას ჩვენი ლოცვით“ - განაცხადა ჯუზეპე პაზოტომ.