Loading data...
ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ.

ამ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 18-მა, ხოლო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 80-მდე დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო.

დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-მდე მიგრანტს გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მთავარ მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.