1745050701
საზოგადოება
ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს ვერ ემსახურება

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.
„ელექტროენერგიის მოწოდების აღდგენისთანავე მეტრო გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში,“ - ნათქვამია განცხადებაში.