ელჩების კონფერენციის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი გაიმართა
2025 წლის 24 დეკემბერს, ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ჯიღაურას ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცეში თემატურ სემინარს - „ქართული ღვინო: მრავალფეროვნება და თვისებები“ დაესწრნენ.
ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.
პრეზენტაცია დიპლომატებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ წარუდგინეს, რომლებმაც ცენტრის საქმიანობასა და მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე ისაუბრეს.
დიპლომატებმა ასევე მოინახულეს ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, სადაც წარმოდგენილია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი განვითარების ისტორია და ქვევრის ტრადიციასთან დაკავშირებული ექსპონატები. ვიზიტის დასასრულს გაიმართა ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის დეგუსტაცია.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - „ელჩების კონფერენცია” 22-25 დეკემბერს თბილისში იმართება.