Loading data...
ექიმი ვერაზე სროლის შედეგად დაღუპულ არასრულწლოვანზე - სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლისთვის

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ირაკლი ფირცხალეიშვილის ინფორმაციით, კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა.

„ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი ჭრილობით სასწრაფო დახმარების მანქანით შემოიყვანეს. სამწუხაროდ, ტრავმა შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან. სად ჰქონდა ჭრილობა, რით იყო მიყენებული, სამედიცინო ექსპერტიზის მერე იქნება დასკვნა“, – განაცხადა ირაკლი ფირცხალეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვერაზე სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებულმა დაკავებისას სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.